__გამოფენა
18 მაისი - 22 ივნისი 2025
‘ცის ვაზი’
‘ცის ვაზი’ ხელოვანი მარიანა ჭყონიას მეორე სოლო გამოფენაა, რომელსაც ელენე აბაშიძის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ტექსტილის ახალი სერია, რომელზეც ხელოვანი ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა. ამ დროის მანძილზე ჭყონიამ დაამუშავა მაყურებლისთვის უცხო და მისთვის ახალი ტექნიკა, სადაც შალი, ხელოვანისთვის ეს დამახასიათებელი მასალა, ახალი ხედვით არის წარმოდგენილი. აქ შალი, აბრეშუმი და ორგანზა ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ტექსტილის ახალ გამოცდილებას.
ჭყონიას ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა და სკულპურულობა კვლავაც შენარჩუნეულია, თუმცა სრულებით გადააზრებული. თავისი ჰაეროვნებით და სიგამჭვირვალით ახალი ნამუშევრები კედლის მხატვრობას უფრო მოგვაგონებს, რომელიც ნაკარნახებია როგორც აქამდე ნაცნობი ბიზაინტიური, ისევე იტალიური რენესანსის ხელოვნებით.
ჭყონიას აბსტრაქციებში მეორდება ყვავილის მოტივი, სადაც ყვავილის ფურცლები ხდება მთავარი შთაგონების წყარო. აქედან მოდის გამოფენის სათაურიც -‘ცის ვაზი’, ჭყონიას კახეთის სახელოსნოს ბაღისთვის ფერის განმსაზღვრელი მცენარე, ბოტანიკის ენაზე ცნობილი ‘გლიცინია’. როგორც მებაღეობისას, ხელოვნებაშიც, ჭყონია აქცევს ყურადღებას ფერებს შორის ჰარმონიულ კავშირს, კომპოზიციებში კი გარკვეული კონფლიკტი შემოაქვს. გამოფენის დიდი ნაწილი კონკრეტულად საგამოფენო სივრცისთვის შეიქმნა და პირველი სოლო გამოფენისგან განსხვავდება ადგილს-დაფუძნებული, თითქმის არქიტეკტონიკური ხასიათით.
გამოფენა გაიხსნება კვირას, 18 მაისს, 16:00 საათზე და გაგრძელდება 22 ივნისის ჩათვილთ.