__გამოფენა
08 ნოემბერი - 08 იანვარი 2027
თვლემა
‘თვლემა’
ანდრო ერაძე, თეიმურაზ ერისთავი, ლეა ვაიდა და პენგ სუჩანგი
კურატორი: არნოლდ ბრაჰო
8 ნოემბერი, 2026 – 8 იანვარი, 2027
ბერი გაბრიელ სალოსის I შესახვევი, №2, თბილისი, საქართველო, 0113
ე.ა. საზიარო სივრცე სიხარულით წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას “თვლემა“, რომელიც საგამოფენო სივრცის ახალ მისამართზე გახსნის პროგრამას. არნოლდ ბრაჰოს კურატორობით გამოფენა აერთიანებს ანდრო ერაძის, თეიმურაზ ერისთავის, ლეა ვაიდასა და პენგ ძიუცანგის სივრცისთვის შექმნილ და უკვე არსებულ ნამუშევრებს.
გამოფენა გასტანს 2026 წლის 8 ნოემბრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე.
გამოფენის კონცეფცია ეფუძნება სტრუქტურას, რომელიც ააშკარავებს იმ დისპოზიტივებსა და პირობებს, რომელთა მეშვეობითაც სიზმარმა შესაძლოა ფორმა შეიძინოს. ეს არის მხარდაჭერისა და კონტროლის სტრუქტურა, რომელიც ჩაფიქრებულია როგორც სივრცე რაღაცის განსათავსებლად, შესანარჩუნებლად და წარმოსაჩენად. სიზმრისეული წარმოსახვა ძალაუფლებისკენ სწრაფვის შემაძრწუნებელი ნებაა — ძალა, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას გამოსახულებები, სურვილები და პროექციები და, ამავდროულად, თავისივე შექმნილ სამყაროში მოაქციოს ისინი, ვინც ამ გამოსახულებათა ტყვეობაში აღმოჩნდება. ეს გამოსახულებები შესაძლოა წინასწარ იყოს განჭვრეტილი, მზა ფორმებში მოქცეული და ორგანიზებული იმ სტრუქტურების მიერ, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ფორმებს და ზღუდავენ მათ შესაძლებლობებს. აქ სიზმარი განიხილება თავისი ორმაგი ბუნებით — როგორც ინდივიდუალური გამოცდილება და კოლექტიური პროექცია: არა მხოლოდ როგორც ცალკეული, სპონტანური იმპულსი, არამედ როგორც ის, რასაც საზოგადოება წარმოიდგენს, ისურვებს და ქმნის, და როგორც დისპოზიტივები, რომელთა მეშვეობითაც ეს მისწრაფებები წარმოიქმნება და იმართება.
ჰაითამ ელ-ვარდანის მიხედვით, ძილი ხსნის ფსიქიკურ თეატრს, სადაც სურვილები, შიშები და მოგონებები იდგმება სიფხიზლისთვის დამახასიათებელი წესრიგის მიღმა. მოჩვენებები, დაკარგული არსებობები და შეჩერებული იდეები ერთმანეთში ირევა სამყაროს სივრცეებთან და სხეულებთან, ქმნის სცენარებს, რომლებშიც ის, რაც აღარ არის, მოქმედებას განაგრძობს. სწორედ ამ მდგომარეობაში იძენს გამოფენის სათაური თავის მნიშვნელობას. „თვლემა“ აღწერს მდგომარეობას, რომელშიც გამოსახულებები, სურვილები და შესაძლებლობები აქტიურობას ინარჩუნებენ, თუმცა სრულად არ ვლინდებიან. ისინი გამოკიდებულნი რჩებიან შესაძლო გამოვლენასა და იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც მათ ფორმას განაპირობებენ. ლატენტურობა შესაძლოა ნიშნავდეს შესაძლებლობას, რომლის განხორციელების პირობები უკვე შექმნილია, რომლის გამოსახულებებიც წინასწარ არის განჭვრეტილი, ხოლო შესაძლო განვითარება — წინასწარ განსაზღვრულ ჰორიზონტში მოქცეული.
გამოფენა „თვლემა“ აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც იკვლევენ იმ მატერიალურ და წარმოსახვით პირობებს, რომელთა მეშვეობითაც ეს ძალა ვლინდება, და ამავდროულად ყურადღებას ამახვილებენ აპარატებზე, რომლებიც მის დისციპლინირებას ცდილობენ. ნამუშევრები მიმართულია თვალთვალის სისტემების, იდეოლოგიური მოდელებისა და იმ სივრცეებისკენ, სადაც სურვილები გარკვეულ მიმართულებას იძენენ და მიმოქცევაში ერთვებიან. შემთხვევითობის არქიტექტურებიდან სამხედრო დაკვირვების სისტემებამდე, მეხსიერების დადგმისა და დაფიქსირების მექანიზმებამდე, იკვეთება დაძაბულობა რეალობის მრავალფეროვნებასა და იმ ტექნიკებს შორის, რომლებიც ცდილობენ, ეს რეალობა წაკითხვადი, პროგნოზირებადი და პროდუქტიული გახადონ.
ტექსტის ავტორი - არნოლდ ბრაჰო.
მონაწილეების შესახებ:
ანდრო ერაძე (დაბ. 1993, საქართველო) თბილისში მცხოვრები და მომუშავე ხელოვანია. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა აერთიანებს ფოტოგრაფიას, ინსტალაციას, ვიდეოსა და ექსპერიმენტულ კინოს და იკვლევს გამოსახულების თვისობრივ ბუნებას და მის უნარს, გამოიწვიოს თანდასწრების, მეხსიერებისა და სპექტრალურობის განცდა. ერაძე ქმნის ნარატივებს ადამიანის სივრცეების მიჯნაზე და იკვლევს ზღვრულ გარემოებებს, სადაც სიცოცხლის, აღქმისა და მოქმედების განსხვავებული ფორმები თანაარსებობენ. მის შემოქმედებაში ანიმიზმი წარმოადგენს მეთოდს, რომლის მეშვეობითაც საგნები, ლანდშაფტები და ცოცხალი არსებები მოულოდნელ ფორმებს და ახალ განზომილებებს იძენენ.
პერსონალური გამოფენები და პრეზენტაციებია: SpazioA, პისტოია (იტალია, 2026, 2024, 2022); Palazzo Strozzi, ფლორენცია (იტალია, 2025); Berkeley Art Museum and Pacific Film Archive (BAMPFA), ბერკლი (აშშ, 2025); Artissima Special Projects, ტურინი (იტალია, 2024); WIELS Project Room, ბრიუსელი (ბელგია, 2023); New Museum, ნიუ-იორკი (აშშ, 2021). ჯგუფური გამოფენები: Kunsthaus Glarus, გლარუსი (შვეიცარია, 2026); Zachęta National Gallery of Art, ვარშავა (პოლონეთი, 2026); MoMA PS1, ნიუ-იორკი (აშშ, 2025); GAMeC, ბერგამო (იტალია, 2024); გერდეინას მე-9 ბიენალე, ვალ-გარდენა (იტალია, 2024); Sesc_Videobrasil-ის 22-ე ბიენალე, სან-პაულუ (ბრაზილია, 2023); კაუნასის მე-14 ბიენალე, კაუნასი (ლიეტუვა, 2023); ვენეციის 59-ე ბიენალე, ვენეცია (იტალია, 2022); Kunsthalle Tbilisi, თბილისი (საქართველო, 2020)
თეიმურაზ ერისთავი (დაბ. 2000, თბილისი) ქართველი ხელოვანია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ფრანკფურტში, გერმანია სწავლობს რა ხელოვნების პრაქტიკას ფრანკფურტის უმაღლეს სასწავლებელში “Städelschule”.
მისი ნამუშევრები ნაჩვენები ყოფილა: გალერეა “კონტეინერი” (2021), ფაბრიკა (2021), CAS ბათუმი (2022), გალერეა 4710 (2023), და თბილისის ხელოვნების ბაზრობის საჯარო პროგრამაში (2024-2026). მისი პირველი სოლო გამოფენა “Idle Union" ჩატარდა თბილისში, “ქაოს კონცეპტში”. მისი სკულპტურა Scrap Business მუდმივ ექსპოზიციაშია STOA169 - ში.
ლეა ვაიდა მუნხენში დაფუძნებული ხელოვანი და განმანათლებელია. იგი ნაპოვნი მასალით მუშაობს, რათა გამოიკვლიოს კულტურის ნარატივების აფექტური განზომილება და გზები, რითიც კლასიფიკაციის და კონტროლის სისტემები ქმნიან სუბიექტს.
მუშაობს რა პრინტზე, ფოტოგრაფიასა და ინსტალაციაზე, მისი ნამუშევარი აბსტრაქციის, ფრაგმენტაციის და რეკონტექსტუალიზაციის სტრატეგიებს იძენს, იმისთვის, რომ არსებული მასალა გარდაქმნას და გაიაზროს თანამედროვე კულტურულ და პოლიტიკურ ჩარჩოებში არსებული იდეოლოგიური სტრუქტურები. ამ პროცესებში ჩართულობისას, ის აკვირდება ექსპროპრიაციის ცდომილებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამოსახულების ავტორიტეტს და გამყარებულ ნარატივებს.
მისი ნამუშევრები ნაჩვენები ყოფილა: Ekrani i Artit-ის ფესტივალზე, ალბანეთი (2026); la III barnale, ლოს ანჯელესი/გუნსტეროდე (2025); Jahresgaben, მუნხენის ქუნსთვერაინი, მუნხენი (2023, 2024, 2025); დებორა შამონი, გალერეაში Various Others, მუნხენი (2025); Galerie der KünstlerInnen, ( ქალი მხატვრების გალერეა) მუნხენი (2024); WAF Galerie, ვენა (2024); და შვაბინგგრადი, მუნხენი (2023), და სხვ. მას მრავალი ჯილდო აქვს მინიჭებული და არმინ ლინქესთან ერთად ფოტოგრაფიის კლასს ასწავლის მუნხენის ხელოვნების აკადემიაში.
პენგ ძუციანგი (b.1992, ჩანშა) მუშაობს ფილმის, ვიდეოს და ინსტალაციის მედიუმებში. მას აინტერესებს თავად მედიის და მედიუმის ისტორია - ხმარებიდან გამოსული ფილმის ფორმატებიდან დაწყებული, ე.წ. დაუნტემპო და მანდოპოპით დამთავრებული და მათი აფექტური განზომილებები და ურთიერთსაწინააღმდეგო ასოციაციები.
უახლესი სოლო პრეზენტაციები მოიცავს: Rockbund Art Museum (2025) , The Common Guild (2025), Fondazione Sandretto (2023), Kevin Space (2023), Cell Project Space (2022), E-Flux screening room (2022). ჯგუფური გამოფენები და ჩვენებები: IFFR, videobrasil, UCCA Beijing, Schirn Kunsthalle ფრანკფურტი, Times Museum, Eye Film Museum, The Physics Room, IDFA, 25FPS, Alchemy Film და Moving Image Festival. იგი ფლობს ჯილდოებს: არტისიმას Present Future prize (2022), და EMAF-ის the Dialog Award (2023, 2024). იგი იმყოფებოდა Rijksakademie van Beeldende Kunsten-ის რეზიდენციაში (2022-2024). ცხოვრობს და მუშაობს პარიზში.
არნოლდ ბრაჰო (ელბასანი, ალბანეთი) iდამოუკიდებელი კურატორი და მწერალია. მისი პრაქტიკა იძიებს საბოტაჟის, დეზერტირობის და გაქცევის სტრატეგიებს. იგი კურატორული პლატფორმის Sa.turn, Provinciale11 და Accademia Provinciale-ს რეზიდენციის პროგრამის თანა-დამფუძნებელია.
უახლესი გამოფენები მოიცავს: All Together: Goodbye Master! - ArtNoble Gallery (2026); Paradiz. Economies of Sand (ალბანეთი) Between the Garbage and the Flowers - ფასტივალისთვის Ekrani i Artit (ალბანეთი); და When Species Don’t Meet - Spazio Volta და ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი (ბერგამო, იტალია). 2025 წ. Tirana Art Week-ის მეორე გამოცემის კურატორი იყო.
მას ჰქონია კოლაბორაცია სცვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციასთან, მათ შორის: Center for Italian Modern Art (ნიუ იორკი), მე-17 სტამბულის ბიენალე, Villa Arson (ნიცა), FM Centro per l'Arte Contemporanea (მილანი), და MAXXI (რომი). მას მიუღია მონაწილეობა, როგორც კურატორის ასისტენტი მარკო სკოტინის “Disobedience Archive”, რომელიც წარდგენიილი იყო ვენეციის საერთაშორისო ბიენალეს მე-60 გამოცემაზე.
იგი ხშირად წერს ჟურნალებისთვის: Flash Art, Arts of the Working Class, და L'Essenziale Studio.