• en
  • __exhibitions

    24 თებერვალი - 14 აპრილი 2021

    "რა არის სხვაობა მე და შენს შორის"

    მაია ნავერიანი

    „რა არის სხვაობა მე და შენს შორის“


    ე.ა.ს.ს. მოხარულია დაგპატიჟოთ მაია ნავერიანის ახალი ნამუშევარის პრეზენტაციაზე.

    მაია ნავერიანის ტექსტ-დაფუძნებული ნამუშევარი სათავეს იღებს ამავე სათაურის 2003 წლის ნახატიდან. შვიდი ნეონის სიტყვა ხელოვანის ხელწერას იმეორებს და საგამოფენო სივრცის შვიდ ფანჯარას ავსებს. ნამუშევარი მიმართულია საგამოფენო სივრცის ფანჯრებიდან გარეთ და ქმნის დიალოგს საჯარო სივრცესთან. ის პირველ რიგში ქუჩაში შემთხვევითი გამვლელისკენ არის მიმართული.

    კითხვის ნიშანის გარეშე მოწოდებული შეკითხვა ხელოვანის პრაქტიკისთვის დამახასიათებლად, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი - ენა, სადაც ავტორის სიტყვებით, ის ენის ამ უცხო ტერიტორიაზე თავს კომფორტულად გრძნობს.
    ნეონის წინადადება წარწერასა და ქანდაკებას შორის არსებობს და წაკითხვის მრავალ საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიქოტომიურ აზროვნებას და გვპატიჟებს ბინარულობის მიღმა არსებულ სააზროვნო სივრცეში.

    ნამუშევარის ტექნიკური უზრუნველყოფა ეკუთვნის პროპაგანდას.

     

    მონაწილეები

    მაია ნავერიანი
    oppening hours
    12:00 - 19:00