__გამოფენა
03 აპრილი - 04 აპრილი 2022
MISSION ACCOMPLISHED: BELANCIEGE, 2019
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ „მისია შესრულებულია, ბელანსიჟ“ გიორგი გაგო გაგოშიძის, მილოშ ტრაკილოვიჩისა და ჰიტო შთეიერლის ფილმი.
ფილმი, თავდაპირველად ლექცია-პერფორმანსის და ინტერნეთ ჩვენების სახით შედგა 2020 წელს ბერლინის ახალ ქუნსთვერაინში. მას შემდეგ სამ-არხიანმა ვიდეო ინსტალაციამ მოიცვა ევროპის რამდენიმე მუზეუმი და ინსტიტუცია, როგორიცაა დუსელდორფის K21, ვენის კუნსტჰალე და სხვ. ამჟამად ინსტალაცია ნაჩვენებია ამსტერდამის შთედელიკ მუზეუმში.
47 წუთის ხანგრძლივობის ფილმი საინტერესოდ ასახავს პოსტ 1989 წ. გლობალურ პოლიტიკასა და უახლეს ისტორიას მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, "ბალენსიაგას" და მისი ყალბი ბრენდის, "ბელანსიჟის" მესშვეობით.
ფილმის ჩვენება გაიმართება 3 და 4 აპრილს, კვირას და ორშაბათს, 19:00 – 20:00 ს.ს.
3 აპრილის ჩვენებას მოჰყვება ხელოვან გიორგი გაგო გაგოშიძესთან დისკუსია.
დასწრება თავისუფალია.
ადგილის დასაჯავშნად მოგვწერეთ მისამართზე hi@easharedspace.ge