__გამოფენა
20 ნოემბერი - 14 იანვარი 2023
Mariana Chkonia - The Night of a Wolf-Headed King
მარიანა ჭყონია
„მგლის-თავა მეფის ღამე“
ე.ა. საგამოფენო სივრცე მოხარულია მოგიწვიოთ ხელოვანი მარიანა ჭყონიას პირველი პერსონალური გამოფენის გახსნაზე. გამოფენის სათაური, „მგლის-თავა მეფის ღამე“, რეჟისორის, ხელოვანის და პოეტის, გოგიტა ჭყონიას1 ლექსიდან იღებს სათაურს და ლაიტმოტივად გასდევს ნამუშევრების სელექციას.
მარიანა ჭყონიას ტექსტილის ნამუშევრები ეფუძნება ქართულ და სამხრეთ კავკასიური თექის დამუშავების უძველეს ტექნიკებს, როგორიცაა მშრალი და სხველი დამუშავება. ქართული გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების ეს გამორჩეული კულტურა დღეს გადაშენების პირასაა. ამ ტრადიციის შესწავლისა და დამუშავებისას, ბუნებრივი მასალაბის გამოყენებით, ჭყონიას ნამუშევრები ახალ სიცოცხლეს მატებს მივიწყებულ ტრადიციას და თანამედროვე ხელოვნების მისეულ, ახალ ენას ავითარებს.
ჭყონიასთვის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არქიტექტურას. აბსტრაქტული მოტივების პირველადი შთაგონება და ავტორისეული აღქმა, პირველ რიგში, სივრცითია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი მუშაობს ერთის შეხედვით ორ-განზომილებიანი სიბრტყის ორგანიზებაზე, მის შემოქმედებას გააჩნია სკულპტურული ხასიათი და არქიტექტონიკური განლაგებისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
მარიანა ჭყონია (დაბ. 1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ნუკრიანში, კახეთი, საქართველო.