• EN
  • __გამოფენა

    11 თებერვალი - 26 მარტი 2023

    „ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)“

    თორნიკე ჭაფოძე

    „ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)“

     

    „ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)“ თორნიკე ჭაფოძის პირველი პერსონალური გამოფენაა გალერეაში და ბოლო დეკადაში. გამოფენა კრავს 2022 – 2019 წ.წ. ხელოვანის მიერ შექმნილ სერიებს: რამდენიმე-პანელიან გრავურებს და აკვარელით, მელნით და რკინის ქლორიდით ქაღალდზე შესრულებულ სერიებს. 

     

    თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ჭაფოძის პრაქტიკა ფერწერიდან იღებს სათავეს. თუმცა, მას უმუშავია სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა ქანდაკება და ინსტალაცია. „ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)“ მნიშვნელოვნად ემიჯნება ხელოვანის სკულპტურულ ეტაპს, თუმცა სამ-განზომილებიანი ხელოვნების მიმართ ინტერესი ამ გამოფენაშიც იჩენს თავს. 

     

    გრავურისადმი მიბრუნებისას, ამ ტრადიციულ პრაქტიკას ჭაფოძე ახალ, ექსპერიმენტულ განზომილებას ჰმატებს. მუშაობს რა ძირითადად ორი ტექნიკით, როგორიცაა: გრავურა მეტალზე, იგივე ოფორტი და გრავურა ხეზე, იგივე ქსილოგრაფია, ჭაფოძე აკვარელისთვის დამახასიათებელ ფლუიდურ წყლოვანობას თარგმნის გრავურისათვის დამახასიათებელი ხაზობრიობის და გრაფიკულ ენაზე. მისი გრავურები განსაკუთრებული ფერწერულობით გამოირჩევა, სადაც ფორმას და შინაარს თანაბარი ადგილი უჭარვს. ნამუშევრები დაბეჭდილია ხელოვანის მიერ სახელოსნოში წარმოებულ ქაღალდზე.

     

     

    თორნიკე ჭაფოძე (დაბ. 1980) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. 2003 – 1997 წ.წ. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია. პერსონალური გამოფენები: 2012: „სტრუქტურული ბაღი“, ევროპის სახლი, თბილისი; ჯგუფური გამოფენები: 2019: „ოქსიჯენი“, სასტუმრო სტამბა, დ-ბლოკი; 2018: „მომავლის ჯაშუში“, კლაიპედას კულტურის კომუნიკაციის სახლის (KCCC) საგამოფენო დარბაზი, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით, კურატორი - ვატო წერეთელი; 2017: „მომავლის ჯაშუში“, თბილისის სახელმწიფო მეცნიერების ბიბლიოთეკა, კურატორი - ვატო წერეთელი; 2011: „შორის“, გალერეა 9, კურატორი - ქეთო ლოგუა; 2005: „სადილი ყველას“ - საქართველოს ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა.

    მონაწილეები

    თორნიკე ჭაფოძე
    გამოფენის დრო
    12:00 - 19:00