• EN
  • __გამოფენა

    01 მარტი - 31 მარტი 2024

    'დროის ჯიბე, რომელშიც გავქრები'

    ულიონას შემოქმედებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რამდენიმე მოცემულობას გავუსვათ ხაზი - პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რომ  მან  მუშაობა დაიწყო არა სკულპტურაზე, არამედ როგორც ფოტოგრაფმა  - აიღო რა მან ცალკეული ნივთები ყოფითი ცხოვრებიდან და დააფიქსირა ისინი ისეთი ქმედებებით, როგორიცაა გაჩხაკუნება, შეკრთომა და ნათება (ფლეში). თავის მხრივ, ის ახლაც იღებს და აფიქსირებს საგნებს, რამდენადმე განსხვავებული ხერხებით - კამერის ჩამკეტის ხანმოკლე ნათება უკვე სახეცვლილი, განგრძობადი და დახვეწილია - ზრდასრულობა ხომ კომპლექსურ მეთოდებს მოითხოვს. კამერის მიერ დაჭერილი უკუ მიიმართა. ახლა, მეთოდები შეიცვალა და იმისათვის, რომ წარმავალი მარადიულად აქციოს,   მანქანასა თუ ხელსაწყოზე დამოკიდებულება აღარაა განმსაზღვრელი.  სტრუქტურის შესაქმნელად, პროცედურათა სერიაა საჭირო, რათა ის გაითავისო. ზემოხსენებული პროცესი - გაჩხაკუნება, შეკრთომა, სინათლე უკვე ტევადი გახდა; დროის ჯიბე საკმარისად დიდი იმისთვის, რომ დრო გაქრეს. 

     

    მაგრამ, რა ხდება მაშინ როდესაც დრო ქრება?! ამ შემთხვევაში, ალბათ, საკუთარი თავი გავიწყდება. მერე, გახსენდება, შემდეგ კი - ისევ გავიწყდება. შენ ულიონას „სასაჩუქრე ჩანთებისათვის“ სახასიათო მდგომარეობას - გამჭირვალობას იძენ. იქნებ ესაა, რასაც ულიონა აპირებს?!  ის ბავშვებისათვის საყვარელ თამაშს, დამალობანას თამაშობს, რაც, ამ შემთხვევაში, საკუთარი თავისაგან დამალვად ან თავის დავიწყებად ფორმირდება. ბავშვობაში, შემეძლო საათობით მეხატა - მე დაკარგული პიროვნება ვიყავი, დაკარგული და ნაპოვნი. ვთვლი, რაც ხელოვანს აყალიბებს, არის ის თუ რამდენად შეუძლია მას შეინარჩუნოს ბავშვობის ეს  საგულდაგულოდ შემუშავებული სქემები, ხოლო გადარჩენილმა „სქემერებმა“, იციან გზები საჭირო, აუცილებელი ძალებისა და ხერხების კონცენტრირებისათვის და აი, სწორედ ამ გზით იბადება მშვენიერება.

     

    და რას უშვებიან ამ მშვენიერებას?! პასუხი მარტივია - ზოგ მათგანს სამსახური სჭირდება.

     

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ულიონა ერთ-ერთია, ვინც დროს სხვადასხვა საქმიანობას უთმობს. მან თავის სახელოსნოში სტუმრობისას მითხრა, რომ ჩვენ რაღაც საერთო გვქონდა - ორივე ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც სულაც არ იყო ჩვენი -სამსახურებში, რომლებიც მცირედითაც არ უკავშირდება ხელოვნებას. თუმცა კი, ხელოვანები ხომ ნებისმიერ საქმეს შესანიშნავად ართმევენ თავს. ასეა,

    მთვარის შუქი გულგრილს გხდის და ხდები ის ძალა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ეწინააღმდეგება; ხდები „დროის ჯიბე“, რომელშიც სიცოცხლე ქრება.

     

    ერთხელ,  მე და ულიონამ საქველმოქმედო ყიდვა-გაყიდვაზე შევიარეთ და ვიდრე მე ზერელედ ვავლებდი თვალს ირგვლივ მოფენილ ნივთებს, იქამდე, ულიონამ, ყველა მათგანი გულდასმით დაათვალიერა და ცოტა ხანში, მაღაზიაში ხელში ყავით დაბრუნებულს, მან „რალფ ლორენსის“ მაისური გამომიწოდა მოსასინჯად. ის ისევე კმაყოფილი იყო საკუთარი მონაპოვარით, როგორც მეტალზე მონადირე, რომელმაც დიდი შრომის შედეგად უძველესი ლურსმანი იპოვა მიწაში - ხელოვნების შექმნა მოითხოვს ყურადღებას, რწმენასა და  მახვილ თვალებს, რომლებიც მაშინათვე ამჩნევენ ღირებულს გარესამყაროში. საქველმოქმედო მაღაზიაში კი, მე ეს დამავიწყდა. მე არ ვიყავი „სქემერი“, ულიონასგან განსხვავებით. 

     

    ტექსტის ავტორი: კასანდრე გრინბერგი.

    ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ნინა ფანჩულიძემ.

     

     

     

     

    ულიონა ოდიშარია ლიეტუველ-ქართველი ხელოვანიარომელიც 

    ცხოვრობს და მუშაობს ლონდონშიდიდი ბრიტანეთი და 

    ვილნიუსშილიეტუვაიგი მუშაობს სხვადასხვა მედიუმში

    ძირითადად - ქანდაკებაშივიდეოშიფოტოგრაფიაშიტექსტსა 

    და კოლექციურ აქტებშიგარდა ამისა, ხელოვანი ქმნის მუსიკას 

    თავის ჯგუფ  -Steve & Samantha-სთან ერთად და აწყობს ტანსაცმლის 

    საზოგადოებრივ გაცვლას სახელწოდებით - "Outfitting".

     

    2016 წელს მან დაასრულა მედია ხელოვნების სამაგისტრო

    პროგრამა სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში - 

    ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი. მისი ნამუშევრები 

    წარმოდგენილი ყოფილა Montos Tattoo-შითანამედროვე 

    ხელოვნების ცენტრსა და ეროვნულ სამხატვრო გალერეაში 

    ვილნიუსში, ლიეტუვაში; Morra Greco Foundation-ში ნეაპოლში

    იტალიაში; „პატარა გალერეაში“, თბილისშისაქართველოში

    ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კანადაში

    Close-up კინოთეატრში; SET-სა და ლონდონის თანამედროვე

    ხელოვნების ინსტიტუტში; PAKT და LIMA Foundation-ში, 

    ამსტერდამშინიდერლანდები; ნიუ-იორკის შოურუმში;

    ულიონა ოდიშარიას შემოქმედებას შევხვდებით ასევე

    ონლაინ, შემდეგ მისამართებზე: flatness.eu; history-joy.cc; aqnb.com

     

    გამოფენა ტარდება ლიეტუვის კულტურის საკონსულოსა

    და შემოქმედებითი ევროპის ფინანსური მხარდაჭერით. 

    მონაწილეები

    ულიონა ოდიშარია
    გამოფენის დრო
    12:00 - 19:00