• EN
  • __გამოფენა

    10 აპრილი - 05 მაისი 2024

    'დანართი' - არქივი და მეტი

     

    ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
    დავით ბროდსკი
    ანგას ლედლი-ბრაუნი
    ლევან ჭოღოშვილი
    ანდრო ერაძე
    დავით კაკაბაძე
    ქეთი კაპანაძე
    მაია ნავერიანი
    კოკა რამიშვილი



    ე.ა. საგამოფენო სივრცე მოხარულია უმასპინძლოს გამოცემა 'დანართის' პირველ გამოფენას.

    გამოფენაზე წარმოდგენილია გამოცემის სრული არქივი და იმ ხელოვანების ნამუშევრების სელექცია, რომელთანაც უმუშავია ჟურნალს.
    არა-კომერციული გამოცემის სერია დაარსა ელენე აბაშიძის, ანა ჩორგოლაშვილის და ნატუტა ბაგრატიონის მიერ, როგორც საკურატორო ჯგუფის მიერ ორგანიზებული გამოფენის ალტერნატიული კატალოგი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 2011 წელს.
    'დანართი' მოდერნისტული და საბჭოთა პერიოდის სახელოვნებო და ლიტერატურული 'სამიზდატის' ტრადიიციის გამგრძელებელია. 
    2016 წელს სარედაქციო ჯგუფს შეემატა ირინე ჯორჯაძე. ამავე წელს 'დანართის' მუდმივი პარტინიორად ჩამოყალიბდა კუნსტჰალე ციურიხი.

    პირველი გამოცემიდან დღემდე, ჟურნალი პირველ რიგში კოლეკტიური კურატორული პრაქტიკაა, რომელიც თითოეული ნომრის საშუალებით ინტერ-დისციპლინარულად უდგება თითოეულ საკითხს. ჟურნალის სამი ძირითადი მიმართულებაა: მოდერნისტული, საბჭოთა და თანამედროვე ხელოვნება, არქიტექტურა და პოეზია. დიდი ხნის მანძილზე 'დანართი' წარმოადგენდა საქართველოში წარმოებულ ერთანდერთ ორ-ენოვან გამოცემას, რომელიც კრიტიკულ აზრს აქვეყნებდა და საერთაშორისოდ ავრცელებდა. მცირე ტირაჟი მსოფლიოს სხვადასხვა ბილბლიოთეკასა და წიგნის მაღაზიაში ვრცელდება, ხოლო ინტერნეტ გვერდის საშუალებით ყველა ნომერი უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

    ჯგუფური გამოფენა 'დანართი - არქივი და მეტი' 2024 წლის 10 აპრილიდან - 5 მაისის ჩათვლით არის ღია დამთვალიერებლისთვის.
    27 აპრილს კი იგეგემება ახალი ნომრის პრეზენტაცია და პოეზიის საჯარო კითხვა მონაწილე ავტორების მიერ. 

    მონაწილეები

    მაია ნავერიანი
    ქეთი კაპანაძე
    ანდრო ერაძე
    კოკა რამიშვილი
    დავით კაკაბაძე
    დავით ბროდსკი
    ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
    ანგას ლედლი ბრაუნი
    გამოფენის დრო
    12:00 - 19:00