__გამოფენა
22 ოქტომბერი - 24 ნოემბერი 2024
ქიმერას მემორიალი
ე.ა. საგამოფენო სივრცე მოხარულია მოგიწვიოთ ქეუ მეფარიშვილის
და ჰუსეინ შიხას ერთობლივ გამოფენაზე. სხვაგვარად ერთმანეთისგან
გამორჩეული პრაქტიკები, ერთმანეთსაზროვნების, მეთოდოლოგიის
და მათი ინტერესის საშუალებით შეერწყმის, ზოგჯერ მსგავს, მაგრამ,
ძირითადად განსხვავებულ კულტურულ მითოლოგიებში.
ორივე ხელოვანი ჩანს, რომ დაინტრიგებულია როგორც თავიანთი უშუალო,
ისე ერთობლივი წარსულით, თაობრივი ტრავმით, საერთო მეხსიერებითა
და კულტურული ისტორიით. ისინი თავშესაფარსა და საფუძველს ისტორიაში
პოულობენ, რათა აწმყოს ასახვით, მომავლის წარმოსახვა შეძლონ. ისტორიის
ძაფის მსგავსად, არტისტების მიერ შექმნილი ძაფები რთულად ურთიერთ-
დაკავშირებულ ნარატივს აწყობენ.
ჰუსეინ შიხას შემოქმედება განსაკუთრებით გამოირჩევა მომავლის ხედვით;
ხელოვანი იყენებს მასალებს როგორიცაა ჰოლოგრამა, ციფრული ენა და ქსოვა -
ისტორიულად დაკავშირებულიციფრულ მედიასთან. საკუთარ პირად ოჯახზე და
ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხებზე ვრცელი კვლევის მეშვეობით, ის
თხრობის მეთოდს სესხულობს სამხრეთ ერაყული, თითქმის გამქრალი
პრაქტიკიდან, ხალიჩებისა და გობელენის კეთების. ხოლო დიჯიტალიზაციის
პროცესისა დამანქანების მიერ დამზადებული პროდუქციის საშუალებით, ის
თავისი წარმოსახვიდან ახალ-ახალისტორიებს ქმნის. მის ნამუშევრებზე
ასახული სიმბოლოები და ნიშნები მომდინარეობს როგორც თანამედროვე
პოპულარული კულტურიდან და ადრეული პირველი ტალღის ციფრული
თამაშებიდან, ასევე მესოპოტამიის სიმბოლოებიდან და პერსონაჟებიდან.
ეს ხელახლა ინტერპრეტირებულიპერსონაჟები, კი ახალ კონტექსტში ჯდება
ერაყის თანამედროვეობაში. ეს ყველაფერი მომავლისწარმოსახვის ახალ
გზებს იძლევა. ხალიჩები, რომლებიც თავდაპირველად ამბის მოყოლის
როლს ასრულებდნენ, საუკუნეების მანძილზე ასახავენ ისტორიას, უმეტესად
კულტურის განდიდებისგამოსაჩენად. რას შეიძლება ასახავდნენ ხალიჩები
დღეს? რას შეიძლება ასახავდნენ ნიშნები და სიმბოლოები, თუკი ყველანაირი
ზეგავლენისგან მიტოვებულებს დავაკვირდებით თანამედროვე ჭრილში?
მეფარიშვილის ინტერესი ქართულ და კავკასიურ ოპუსსა და ანტიკურ მითოლოგიაში
თავისი ქანდაკებების ახალი სერიისთვის არის დამახასიათებელი. მეფარიშვილი
(მაწანწალა) ძაღლზე ორიენტირებით ქმნის ნავიგაციას საგამოფენო სივრცეში,
ძაღლის მიერ წარმოდგენილიქორეოგრაფიის თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე.
ძაღლების მსგავსად, მეფარიშვილიყვინთავს თავის ქვეცნობიერში და მიჰყვება თავის
ასოციაციებს. ამით ის თავის უახლოეს წარსულს, თუ კოლექტიურ მოგონებებს, მხოლოდ
ფრაგმენტულ მომენტებად აცოცხლებს. მეფარიშვილი დაინტერესებულია მაწანწალა
ძაღლების გზის გაკვლევის ანარქისტულ სტილში. ძაღლები, თავიანთი გადაადგილებით
სივრცეში, ქალაქებში, ქმნიან ჩვეულებრივიდან დამოუკიდებელ, მხოლოდ თავისთვის
განკუთვნილ გზებს. აქ, მეფარიშვილი ამ ნორმატიული საქციელის მიმართ წინააღმდეგობას,
ანტიკოლონიალურ აზროვნებას უკავშირებს. ძაღლის ველურობით ნაპოვნი თავისუფლება
და ნუგეში, მეფარიშვილის სკულპტურულ სხეულებს აძლევს საშუალებას, რომ კითხვის
ნიშნის ქვეშ დააყენონ ადამიანის ყოველდღიურობა. ეს სხეულები მომავლისაკენ ახალი
გზების შესაქმნელად, დაუმუშავებელი მეცნიერებების გამოყენებას გვთავაზობენ.
წარდგენილი საკითხები როგორიცაა სუბიექტური რუკა, ადგილის მოწყობა და
კონტრჰეგემონური ნარატივების ჩამოყალიბება, კიდევ უფრო აღრმავებს ამ შესწავლას,
რითაც ყურადღება ექცევა დელიკატურ ბალანსს, ტრანსფორმაციასა და შენარჩუნებას
შორის. ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ურთიერთ დაკავშირებული ნამუშევრების
წარმოდგენით, ქიმერას მემორიალი ავლენს არტისტული დიალოგის მდიდარ ხალიჩას,
რომელიც თანამედროვე საზოგადოების სირთულეებს ეხმიანება. ორივე ხელოვანის
პირადი გამოკვლევა მატერიალურობისა, სიმბოლიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის,
გვთავაზობს ხელოვნების ტრანსფორმაციული ძალის აღქმას, ნავიგაციასა და მოლაპარაკებების
საზღვრებში - იქნება ეს ფიზიკური, კულტურული თუ სიმბოლური.
ინგლისურიდან თარგმნა მარიანა ჩოჩიამ.