• EN
  • __გამოფენა

    28 ივნისი - 29 ივნისი 2025

    „მთა ზღვას ელაპარაკება“

    თეკლა ასლანიშვილი

    „მთა ზღვას ელაპარაკება“


    შაბათი, 28 ივნისი, 2025

    16:00 – 19:00


    მოხარულები ვართ მოგიწვიოთ თეკლა ასლანიშვილის „მთა ზღვას ელაპარაკება“2024 წ. ფილმის ჩვენებასა და წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ხელოვანის და კინო რეჟისორის სოლო გამოფენას ახლდა ეინდჰოვენში, Onomatopee-ს საგამოფენო სივრცეში.

    ჩვენებას და წიგნის პრეზენტაციას მოჰყვება საუბარი ხელოვანსა და კურატორს, სილვია ფრანჩესკინის შორის, ასევე ალექსანდრა აროშვილის, ეველინა გამბინოს და იფორ დუნქანის პრეზენტაციები. 

    ორ-არხიანი ექპერიმენტული ფილმი  შავი ზღვის მთიანი რეგიონებიდან მოუყვება სამხრეთ კავკასიის მდინარეებს. ამ რეგიონში დეკადების მანძილზე განვითარებული სოციო-პოლიტიკური და ეკოლოგიური ცვლილებების კვალდაკვალ ფილმი აერთიანებს ჰიდრო ენერგო ინფრასტრუქტურების გარშემო არსებულ ფრაგმენტულ ისტორიებს, მითებს და მათ სპეკულაციურ მომავალს. ნარატივის კულმინაცია მდგომარეობს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ინიციატივაში - აშენდეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაყვანილობა, რომელიც რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს, აქცევს რა საქართველოს ენერგიის  მსხვილ ჰაბად. 

    პუბლიკაცია ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც თარგმნის ფილმს ბეჭდურ მედიაში. ის პროექტის მეთოდოლოგიურ მიდგომას, უფრო ფართე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ხსნის. წიგნი მოიცავს ალექსანდა აროშვილის, ეველინა გამბინოს, იფორ დუნქანის და ტიმოთი მიტჩელის ნაშრომებს.

    ხელოვანსა და კურატორს შორის საუბარს მოჰყვება პრეზენტაციები შემდეგი განრიგით: 

    1. წინასიტყვაობა - „თეკლა ასლანიშვილის ტოპოგრაფიული ამბები“ - სილვია ფრანჩესკინი 
      (ინგლისურ ენაზე)

       

    სილვია ფრანჩესკინი კურატორი და მწერალია, რომელიც მუშაობს ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის დარგებში. იგი ბრუსელის ინსტიტუციის, CIVA-ს კურატორია და ეინდჰოვენში არსებული Onomatopee-ს ასოცირებული კურატორი. მან ბრუსელში თანა-დაარსა Celador - სივრცე ხელოვნებისა და წერისთვის. მანამდე კი მუშაობდა კურატორად ჰაზელტში (ბელგია), „Z33 - სახლი თანამედროვე ხელოვნებისთვის, დიზაინისთვის და არქიტექტურისთვის“. 2015 წ. ფრანჩესკინი იყო კურატორული ჯგუფის, „კიევის სკოლა — კიევის ბიენალე 2015“ წევრი. 2009 წლიდან იგი ჩართულია საგამოფენო და საჯარო პროგრამების ორგანიზებაში სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუციებში, როგორიცაა: სტამბულის SALTმოსკოვის V–A–C ფონდიმოსკოვის ახალგაზრდა ხელოვნების ბიენალე, პრაღის Futura - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და პარიზის პომპიდუს ცენტრი. 

    2. „წყლის მოძრაობა, ჰიბრიდული ეკოსისტემები და ინფრასტრუქტურული ომი - სურათი, როგორც მეთოდი“ - ალექსანდრა აროშვილი
    (ქართულ ენაზე)

     

    რესურსებისთვის ბრძოლისა თუ სამხედრო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ომების ფონზე, კლიმატის კრიზისისა და მიმდინარე მწვანე ტრანზიციის კონტექსტში, საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ წარსულს და მომავალს ჰარუნ ფაროკის 1989 წლის შთამბეჭდავი ფილმის „Images of the World and the Inscription of War“ შუქზე ვკითხულობთ. ფილმის მთავარი მეთოდის - სურათის ტექნიკური ძალაუფლების - გამოყენებით, ტექსტი თეკლა ასლანიშვილის ფილმის „მთა ზღვას ელაპარაკება“ გადაღებების პროცესში  ავტორის მიერ  ნანახ და განცდილ სცენებს უძველეს თუ თანამედროვე ისტორიულ სურათებთან და ძალადობრივ ლოგიკასთან აკავშირებს, ამავდროულად კი იმ ბუნებრივი და სოციალური ძალების ჯერ კიდევ შეუსწავლელ პოტენციალზე მიუთითებს, რაც თანამედროვე კაპიტალიზმის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსურობას ეხლება, როგორც ტალღები ბეტონის ჯებირს ფაროკის ფილმში.

    ალექსანდრა აროშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი და პუბლიცისტია თბილისში, საქართველოში. მისი კვლევები  ფოკუსირდება პოსტ-საბჭოთა ცვლილებებზე, სოციალურ პოლიტიკასა და პოლიტეკონომიაზე, არაფორმალურ და ატიპიურ შრომაზე, მიგრაციის, ექსტრაქტივიზმისა და ეკოლოგიის საკითხებზე. ალექსანდრამ დააფუძნა არაერთი სოციალური მოძრაობა და კოლექტივი, წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების მუდმივი მოწვეული ავტორიმუშაობდა მშრომელებთან და პროფკავშირებთან, აკრიტიკებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელს და ადვოკატირებდა საქართველოს ალტერნატიულ საპენსიო მოდელს. 2020 წლიდან ის აქტიურად ჩართულია პერიფერიულ სოციალურ და გარემოსდაცვით ბრძოლებში, როგორც კოლექტივის „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ წევრი. მისი მიმდინარე კვლევითი ინტერესებია ჰიდროენერგეტიკა და ინფრასტრუქტურული კოლონიალურობა. 2025 წლიდან, ის ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია.

     

    3. „მდინარეები მთებს ფორმას აძლევენ - მთები მდინარეებად იქცევიან“ (Rivers Shape Mountains — Mountains Become Rivers) - იფორ დუნქანი.
    (ინგლისურ ენაზე).

    მეგა მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურის კონტექსტში მდინარეებსა და მთებს შორის დინამიურ ურთიერთობაზე დაკვირვება გვთავაზობს შესაძლებლობას რომ შეფერხდეს მნიდარეების პოტენციური ენერგიის ბატარეებად ტრანსფორმირება. როდესაც მთასა და მდინარეს შორის მუდმივი ინტერაქციის შედეგად წარმოქნილი ნალექი და ალუვიური ნიადაგი ხდება შეკავებული ბეტონის ექსპანსიური კედლების მიერ, მაშინ მიწა, ეკოლოგიები და ეკონომიკები იწყებენ კოლაფსს. თეკლა ასლანიშვილის ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი მაფიქრებს, თუ როგორ წარმოქმნის ნაპრალებს ნალექის აკუმულირება, რომელსაც ჰიდროელექტროსადგური გამოჰყოფს მდინარესა და თემზე, ფიზიკურ და სოციალურ ქსოვილში.

     

    4. „მეგობრობის ინფრასტრუქტურები“ (Infrastructures of Friendship) - ეველინა გამბინო.
    (ინგლისურ ენაზე)

    კვლევა შეიძლება იყოს დამაფრთხობელი, მითუმეტეს, თუკი ის ისეთ საკითხს ეხება რომელიც ერთისმხრივ ზოგადი, ამავდროულად კი ძალიან პირადია, ეხება რა ის ადამიანების ყოველდღიურობას ცვალებად დროებაში. პუბლიკაციისთვის ჩემს მოკლე კონტრიბუციაში, ყურადღებას ვამახვილებ მეგობრობასა და კვლევას შორის იმ კავშირებზე რომელიც ჩემს და თეკლას თანამშრომლობაში გამოიკვეთა. ერთი პროექტიდან მეორეზე მუშოაბისას, ამბების ძიების პროცესი არ ყოფილა ცალხაზოვანი, არამედ, უმეტესად კონფრონტაციაში შედიოდა განგაშის, მარცხისა და მისი შედეგის დაუსრულებელ ციკლებთან,
     რომლებიც შეადგენდა იმ ინფრასტრუქტურების ცხოვრებას, რომლებსაც ვაკვირდებოდით. ჩვენი ფოკუსი იყო დავრჩენილიყავით იმ პრობლემებთან, რომელსაც გზადაგზა ვაწყდებოდით. მაგრამ, თუკი საბოლოოდ რამემ განაპირობა ჩვენი მუშაობის გაგრძელება ერთი ინფრასტრუქტურიდან მეორეზე, ეს ალბათ რაღაც უფრო მარტივია: მეგობრობის უბრალო სიამოვნება, რომელიც განვითარდა ერთად ახლის შემეცნებისა და ახალი ცოდნის წარმოებისას.

    ეველინა გამბინო არის მარგარეტ თაილერის კვლევის სტიპენდიანტი გეოგრაფიაში გიტრონის კოლეჯში, ქემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი. მისი კვლევა ეფუძნება გლობალური ლოჯისტიკის ანალიზს. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურების კავშირების ეთნოგრაფიული დაკვირვების მეშვეობით, ეველინას კვლევა იმ გზებს ასახავს, რომლებიც პლანეტრაული მასშტაბის პროექტებს, როგორებიცაა „the Belt და Road Initiative“, ითარგმნება ლოკალურ კონტექსტებში. კაპიტალიზმის ფემინისტურ კრიტიკასთან დიალოგში, მისი ანალიზი ხაზს უსვამს შრომის სხვადასხვა ფორმას, რომელსაც ეს თარგმანი მოიცავს. ეველინას შრომები გამოქვეყნებული ყოფილა აკადემიურ სივრცეში და მის მიღმა. იგი ამ მომენტისტვის ასრულებს მონოგრაფიას, რომელიც ფემინისტური, მატერიალისტური მიდგომით ამხელს ინფრასტრუქტურულ მარცხს.

    მონაწილეები

    თეკლა ასლანიშვილი
    გამოფენის დრო
    12:00 - 19:00